merry christmas

ფიბრობეტი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

მასალის სესახებ

ფიბრობეტონი წარმოადგენს ბოჭკოებით არმირებულ ბეტონს, რომლის მთლიან მასაში განთავსებულია  მოკლედ დაჭრილი ბოჭკო. იგი ასევე შეიცავს სპეციალურ პუცოლანურ მინარევს მიკროსილიკას , რომელიც განაპირობებს მასალაში ფორების აღმოფხვრას და შესაბამისად ფიბრობეტონის  მაღალ სიმტკიცეს. მასალა არის წყალმედეგი, აგრესიული გარემოსადმი მდგრადი, ყინვამედეგი და ცეცხლგამძლე. არმირების ეფექტი კიდევ უფრო ძლიერდება ბოჭკოვანი ტექსტილის დამატებით შრეებად (სენდვიჩის პრინციპით). მოკლედ დაჭრილი ბოჭკოს ხვედრითი წილი და ბოჭკოვანი ტექსტილის შრეების რაოდენობა დამოკიდებულია საექსპლუიატაციო დატვირთვებზე . ბოჭკოვანი არმირების შემთხვევაში ბეტონის არმატურასთან შეჭიდების ფართი რკინა-ბეტონთან შედარებით რამდენიმე ათასჯერ იზრდება , რის გამოც მასალა იძენს თვისობრივად ახალ გაუმჯობესებულ ფიზიკო-მექანიკურ თვისებებს.

  • სიმტკიცე კუმშვაზე 50,0 – 120,0 MPa
  • სიმტკიცე ღუნვაზე 20,0 – 40,0  MPa
  • წყლის შთანთქმა 1-6%
  • ყინვაგამძლეობა F 200
  • ცეცხლმედეგობა A1

ფიბრობეტონისგან დამზადებული კონსტრუქციული ელემენტები თხელკედლიანია, რაც საგრძნობლად ამცირებს კონსტრუქციის ღირებულებას , ასევე სატრანსპორტო და სამონტაჟე ხარჯებს. აღნიშნულიდან გამომდინარე ფიბრობეტონის გამოყენება ეკონომიურად ეფექტურია.