ჩვენს შესახებ

ნებისმიერი არქიტექტორის სურვილია მის მიერ დაპროექტებული ფორმები რეალიზებულ იქნას პრაქტიკაში, რაც ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია განხორციელდეს ტრადიციული რკინა-ბეტონის გამოყენებით. ფიბრობეტონი არქიტექტორებს  აძლევს განუსაზღვრელ შესაძლებლობას ნებისმიერი ფორმის-დიზაინის განსახორციელებლად.

ამ ამოცანის გადასაწყვეტად აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი (CRDF) ბიზნეს პარტნიორობის გრანტის (BPG) 2007  ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ბოჭკოებით არმირებული კომპოზიციური მასალების სამეცნიერო ცენტრში შემუშავებულ იქნა ინოვაციური ტექნოლოგია, ადგილობრივი წარმოების ბაზალტის ბოჭკოთი ბეტონის არმირების გზით, ფიბრობეტონის კონსტრუქციული ელემენტების საწარმოებლად. 2007 წლის ბოლოს სამეცნიერო ცენტრის თანამშრომლების მიერ დაფუძნდა კომპანია შპს ფიბრობეტ-ი.

აღნიშნული ტექნოლოგიით შპს ფიბრობეტი-ს მიერ განხორციელდა მთელი რიგი პროექტები, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ, სადაც გამოყენებული იქნა ფიბრობეტონისგან დამზადებული სხვა და სხვა დანიშნულების კონსტრუქციები.